”ჩვენ გაზაფხულზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – უარი გვეთქვა ჩაკეტვებსა და პანდემიასთან ბრძოლაში გადავსულიყავით უპირატესად ვაქცინაციაზე. შედეგად, გავხსენით ეროვნული ეკონომიკა, შევქმენით ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის ხელსაყრელი გარემო, ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა. ანუ ყველა გაგებით 2021 წელი არის სწრაფი აღდგენის წელი და შემდგომი მშვიდობიანი განვითარების კარგი საწინდარი.”
განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატით სიტყვით გამოვლისას.