ბრიტანელი მსახიობი იან ჰოლმი, რომელიც „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიაში ჰობიტი ბილბო ბეგინსის როლს ასრულებდა, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ბოლო წლებში მსახიობს პარკინსონის დაავადება სტანჯავდა.
მაყურებელმა იენ ჰოლმი ტრილოგია “ბეჭდების მბრძანებელში”, ჰობიტი ბილბო ბეგინსის საკულტრო როლის შესრულებით გაიცნო და შეიყვარა.
1988 წელს მსახიობს ლოურენს ოლივიეს ჯილდო გადაეცა „მეფე ლირის“ როლის ბრწყინვალედ შესრულებისთვის.