ბილდტი აიჭრა, რადგან ღარიბაშვილმა მიზანში მოარტყა, ჩვეულებრივი კორუპირებული კაცია – ასე ეხმაურება,ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, კარლ ბილდტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ”ღარიბაშვილი რელსებიდან გადავიდა, ის ტრაგედიაა ამ ძალიან კარგი ქვეყნისთვის”.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს.
”კარლ ბილდტი აიჭრა, რადგან ღარიბაშვილმა მიზანში მოარტყა, ის არის ჩვეულებრივად კორუმპირებული კაცი, ეს არის დადასტურებული დოკუმენტურად. ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რომელიც იყოს ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და ქვეყნის დაზიანებაზე გააკეთა ფული წლების განმავლობაში. ნაცმოძრაობა, როცა ამყარებდა აქ სისხლიან რეჟიმს და აუპატიურებდა ადამიანებს, მაშინ ფულის სანაცვლოდ კარლ ბილდტი ფულის სანაცვლოდ ლობირებდა ნაცმოძრაობის სისხლიან რეჟიმს. კარლ ბილდტი არის ყოფილი პოლიტიკოსი, რომელიც არის ერთი ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რაც თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა და ეს მიზანი მოხვდა ზუსტად კარლ ბილდტს…. კორუმპირებული ხალხი არის საშიში და კარლ ბილდტიც იყო საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. ის პირდაპირ ლობირებდა სისხლიან რეჟიმს. ფულის სანაცვლოდ. რა თქმა უნდა მას ეს მიზანში მოხვდა, როცა პრემიერმა მას ეს შეახსენა. კორუმპირებული კაცი როცა სამარცხვინო რაღაცებს წერს, მას უნდა გაეცეს პასუხი. ” – განაცხადა კობახიძემ.
“ეს ტიპი, ვგულისხმობ საქართველოს პრემიერმინისტრს, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ჩემი მეუღლის დადანაშაულება საქართველოსგან მილიონობით დოლარის მოპარვაში გვიჩვენებს, რომ ის რელსებიდან გადავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის”. – დაწერა კალ ბილდტმა გუშინ Twitter-ზე.