ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მოქალაქეებს მოუწოდებს, ბილეთები შეიძინონ მხოლოდ იმ რეისებზე, “რომელთა განრიგიც ოფიციალურად არის გამოქვეყნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ვებგვერდებზე”.
თურნავას ინფორმაციით, “ვიზეარი” ბილეთებს სამინისტროსთან შეუთანხმებლად ყიდის, ამიტომ მინისტრი ავიაკომპანიას მოუწოდებს, შეწყვიტოს შეთანხმებელი ქმედებები.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბილეთების შეძენა ისეთ რეისებზე, რომელიც არ არის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული. სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია აირზენა ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შუთანხმებლად ყიდის და ეს რეისები არ არის ჩვენს მიერ ოფიციალურად გაცხადებულ მიმართულებებში.
მოვუწდებთ ავიაკომპანია აირზენას, რომ შეწყვიტოს ასეთი შეუთანხმებელი ქმედებები. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ იხელმძღვანელონ ფრენების მხოლოდ იმ ჩამონათვალით და განრიგით, რომელიც განთავსებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდებზე”,– აცხადებს თურნავა.