უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ ესმის პოლონეთის იდეა უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ, რადგან უკრაინას არ სჭირდება გაყინული კონფლიქტი.
”ეს პოლონეთის იდეაა. მე ჯერ ბოლომდე არ მესმის ეს წინადადება. ჩვენ არ გვჭირდება გაყინული კონფლიქტი ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ეს მე ავხსენი პოლონელ კოლეგებთან შეხვედრაზე. ვიცი, რომ მათ ეს რიტორიკა განაგრძეს.
საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყანაა და მე ვარ პრეზიდენტი, ამიტომ ახლა ჩვენ გადავწყვეტთ, იქნებიან თუ არა აქ გარკვეული ძალები“, – თქვა ზელენსკიმ Unian-ის ცნობით.
ცნობისთვის, პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ 15 მარტს განაცხადა, რომ ნატოს სპეციალური შეიარაღებული სამშვიდობო მისია დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს უკრაინაში.