“ბელარუსსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვით ხორციელდება. ბელარუსი პილოტების მომზადება, რომელთაც სპეციფიკური საბრძოლო მასალების მქონე თვითმფრინავების მართვა შეუძლიათ, ამ ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზაცია, აგრეთვე ბირთვული ქობინების განლაგება ბელარუსის ტერიტორიაზე მათზე კონტროლის მინსკისთვის გადაცემის გარეშე, შესაბამის ტექნოლოგიებზე წვდომა არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების I და II მუხლების დებულებებს”.
ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.