“პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბირთვული იარაღი NATO-საც აქვს”- ამის შესახებ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯან-ივ ლე დრიანმა განაცხადა რითიც გამოეხმაურა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მუქარას, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით. ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებისას, რომელიმე სხვა ძალა ჩაერთვებოდა მსოფლიო იხილავდა წარმოუდგენელ და არნახულ შედეგებს. სწორედ ამის პასუხად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეახსენა პუტინს, რომ მხოლოდ მას არ გააჩნია ბირთვული იარაღი.
“ვფიქრობ, რომ ვლადიმირ პუტინმა ასევე უნდა გააცნობიეროს, რომ NATO ბირთვული ალიანსია. ამ თემაზე მხოლოდ ამას ვიტყვი” – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.