ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ, თუ ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება – პესკოვი

კრემლის პრესპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს რომ თუ რუსეთს საფრთხე დაემუქრება ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ. მისი თქმით, რუსეთს კვლავ არ მიუღწევია სამხედრო მიზნისთვის. ამის შესახებ პესკოვმა CNN-ის ეთერში, კრისტიან ამანპურთან ინტერვიუში ისაუბრა.  კითხვაზე, რა შემთხვევაში გამოიყენებს ვლადიმირ პუტინი რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებს, პესკოვი პასუხობს:

“იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება”.

თებერვალში, სატელევიზიო განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა თქვა: “მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეეცდება ჩვენს გზაზე გადადგომას ან დაემუქრება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას, მათ უნდა იცოდნენ, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ უპასუხებს, შედეგები კი იქნება ისეთი, რაც ისტორიაში არავის უნახავს”.