ბიუჯეტს უკან გადავურიცხეთ 67 000 ლარი – ნათელაშვილი ითხოვს რომ თანხა უფასო სასადილოს ბენეფიციარების გამოკვებას მოხმარდეს

“უკან გადავრიცხეთ 67 ათასი ლარი “- ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტს უკან გადაურიცხა 67 ათასი ლარი, რომლებიც უბნებზე ხელფასების სახით უნდა გაეცათ. იგი მოითხოვს, რომ ეს თანხა უფასო სასადილოს ბენეფიციარების გამოკვებას მოხმარდეს. ამის შესახებ მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“უკან გადავურიცხეთ 67 ათასი ლარი, რომელიც უნდა გაგვეცა ე.წ. ხელფასებისთვის ნულოვან უბნებზე, ანუ უბნებზე, სადაც რეჟიმმა გაგვიყალბა არჩევნები ურცხვად, არ დაგვიწერა არცერთი ხმა ან ჩვენმა წარმომადგენლებმა გვიღალატეს. მე მოვითხოვ, ეს 67 ათასი ლარი დაიხარჯოს უფასო სასადილოს ბენეფიციარების გამოკვებაზე, რომლებიც წლებია ქრონიკულად შიმშილობენ”, – განაცხადა ნათელაშვილმა.