ბიუჯეტში ხარჯები 600 მლნ-ით შემცირდება, ბიუჯეტის დეფიციტი დაახლოებით 8.5% იქნება – გახარია

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოს ბიუჯეტში ხარჯები დაახხლოებით 600 000 000-ით შემცირდება, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მნიშვნელობა დაახლოებით 8.5% იქნება.

მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი პროგნოზია და “დღევანდელი გლობალური კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ არაპროგნოზირებადობა”.

“საქართველო იქნება ერთერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ანტიკრიზისულ აღდგენას. 2021 წლის ეკონომიკური გეგმის საპროგნოზო მაჩვენებელი 4%, ხოლო 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდში, გახლავთ 6% დაახლოებით”, – განაცხადა გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენისას.

მისივე თქმით, ის მწირი რესურსი, რომელიც ქვეყანას აქვს, ძალზე ფრთხილად, მაქსიმალურად გონივრულად და სამართლიანად უნდა გამოიყენონ.