ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესი სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს – ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ბრალდების მხარესთან შელაპარაკების გამო სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.
“ამათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი მოსულა აქ. კიბატონო, გავალ იმიტომ, რომ ეს არ არის სასამართლო, ეს არის მარაზმი, ბიძინას მონები ხართ თქვენ!”, – თქვა ხაზარაძემ სხდომის დატოვებისას.
დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა იმართება. მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი დღესვე გამოცხადოს.
ცნობისთვის, სასამართლო განიხილავს ე.წ. ფულის გათეთრების საქმეს, რომლის ფიგურანტები არიან ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი და “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.
ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ხოლო ავთანდილ წერეთელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებიან.