დეკანოზი გიორგი რაზმაძე საკუთარი განცხადების გამო ივანიშვილს პატიებას სთხოვს

ავჭალის ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი რაზმაძე პინგვინებზე გაკეთებული განცხადების გამო ბიძინა ივანიშვილს პატიებას სთხოვს. მან ერთი კვირის წინ “ალტ-ინფოსთან” ინტერვიუში თქვა, რომ “ბატონი ბიძინა ზის და ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და მამალი [პინგვინი] მამალთან რომ წყვილდება, იმას უყურებს და ამით ტკბება”.

მისი თქმით, საპატრიარქომ კომისიაზე დაიბარა, რის შემდეგაც გააცნობიერა, რომ ადამიანების “ასეთი მეტყველების ენით მოხსნიება სასულიერო პირს არ ეკადრებოდა”.

“მინდა, განცხადება გავაკეთო ჩემს ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელმაც მითქმა-მოთმა და აზრთა სხვადსხვაობა გამოიწვია, მომავალ პრაიდს შეეხებოდა. ამ ემოციური ფონიდან გამომდინარე ჩემი დამოკიდებულება პიროვნებების მიმართ და უდიერად მოხსენიების გამო პირველ რიგში, პატიებას ვთხოვ მათ. პატიებას ვთხოვთ დედა ეკლესიას, რომელმაც თავის მხრივ კომისიაზე დამიბარა.

მივედი, გავაცნობიერე ჩემი შეცდომა, რომელსაც სასულიერო პირს ნამდვილად არ ეკადრებოდა, რომ ასეთი მეტყველების ენით მოეხსენიებინა ადამიანები. მათგანაც ვითხოვე შენდობა და შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისგან, რომელსაც ასეთი შეურაცხყოფა მივაყენე”,– ამბობს დეკანოზი გიორგი რაზმაზე ვიდეომიმართვაში.