ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტს კიდევ ერთი კონგრესმენი შეუერთდა

რესპუბლიკელების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციათა პაკეტს უკვე დემოკრატი, ტეხასელი კონგრესმენი ლიზი ფლეტჩერი შეუერთდა.

ფლეტჩერი რიგით მეათე კონგრესმენია, რომელიც მაკვეი მალინის მიერ, 2019 წელს შემუშავებულ ინიციატივას, “საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი” შეუერთდა.

კანონპროექტი ოლიგარქი ივანიშვილისა და მისი გუნდის, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების წინააღმდეგ ფინანსური და სამოგზაურო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.  ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციათა პაკეტს ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.