“ბიძინა ივანიშვილი 7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილს უჭერდა მხარს “- ამის შესახებ, პოლიტიკოსმა ლევან გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში, ტელეწამყვან არჩილ გამზარდიასთან გადაცემაში განაცხადა. ლევან გოგიჩაიშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაშვებულ შეცდომებზე, პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს და აცხადებს, რომ ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, წინა ხელისუფლების დროს ენმ-ის გვერდით იდგნენ, ხოლო “ქართულ ოცნებას” მორალური უპირატესობა არ გააჩნია.
“7 ნოემბერი მოდის ეხლა და ენმ ისე გათავხედდა ლამის 7 ნოემბერს დანიშნა აქცია, მაგრამ დღევანდელი ლიდერშიფი ვინც არის ოცნების, არ გახსოვთ კახა კალაძეს რომ ურეკავს რუსთავი 2 და ეუბნება რას შვრება ეს ოპოზიცია სტაბილურობის შერყევა უნდათო და ა.შ. და ა.შ. სად იყო პრემიერი ღარიბაშვილი 7 ნოემბერს რა პოზიცია ჰქონდა? რა პოზიციაც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი 7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილს უჭერდა მხარს. სად იყო მაშინ ან მდინარაძე ან კობახიძე.. ეს შემადგენლობა ვინც არის, ალბათ რამდენიმე ადამიანის გამოკლებით, 10-15 კაცის გარდა ახლანდელი უმრავლესობა იქით [ენმ-ისკენ] იყვნენ. ანუ ”ქართულმა ოცნებამ” ეს ყველაფერი გააკეთა და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მათ უნდა აიღონ. მათ მოიტანეს ეს სიტუაცია აქამდე. “- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.