გუშინ რუსი ოლიგარქის ინტერვიუს მოვუსმინეთ და ამ ქვეყანაში უკლებლივ ყველამ დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე საქართველოს წარსულია. ეს სუსტი და შეშინებული კაცი ვერ და არ იქნება ამ ქვეყნის მომავალი, მით უმეტეს, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენ, ძლიერი საქართველო არ ვაპირებთ, საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობა საქართველოსთვის საშიში და უკიდურესად სამარცხვინოა.
ბიძინა ივანიშვილი არის წარსული. ძლიერი საქართველო კი წარსულის რეალური ალტერნატივაა და სწორედ ამიტომ, ივანიშვილს განსაკუთრებით ჩვენი კოალიციის ეშინია. ეს გუშინდელ ინტერვიუშიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მას ეშინია 9 ნომრის, იმიტომ, რომ ზუსტად იცის, მისგან განსხვავებით, ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვემსახურებით და არა ოკუპანტის. მას ეშინია ჩვენი, იმიტომ, რომ მისგან განსხვავებით, ჩვენ საარჩევნო დაპირებების შესრულებას ვაპირებთ და თან ზუსტად ვიცით, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ.