პოლიტოლოგი გია ხუხაშვილსი აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლა ორპოლუსიანობის გარღვევის პერსპექტივას აჩენს.
“თუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გავიდა, ეს თავისთავად ნიშნავს იმაზე მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდას, ვიდრე ოპოზიცია ითხოვდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალტერნატული პოლიტიკური ძალებისთვის, რადგან ბიძინა-მიშას სიმბიოზის ერთი მონაწილის დასუსტება ავტომატურად მეორესაც ასუსტებს და აჩენს ორპოლუსიანობის გარღვევის პერსპექტივას.
ამიტომ, პრაქტიკული პოლიტიკის გაგებით, გაუგებარი იქნება პარტიების შემდგომი გაჯიქება”,– წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს განაცხადა, რომ ქართულ ოცნებასა და პოლიტიკას ტოვებდა. გუშინ, 16 იანვარს, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.