”ერთი მხრივ, შესაძლებლობა, რომ ისტორიას მოვუგოთ დრო და წლები და, მეორე მხრივ, ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო გვაქვს რისკი, რომ ეს 20-30 წელი უბრალოდ დავკარგოთ. რა თქმა უნდა, ამ პირობებში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული. ისტორია ამას შეაფასებს. ვიღაცა გამოდის და იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის 85% სრული კონსენსუსია, სად უნდა იყოს საქართველო და არის მომავლის ადგილი და უცბად ჩნდება შემთხვევით შესაძლებლობა, რომ ეს შენი ადგილი გამოიყენო და წლები მოუგო ისტორიას, წლები მოუგო და უფრო სწრაფად მიაღწიო ამ მიზანს, ვიღაც გამოდის იდიოტი, ბოდიში, ამბობს, რომ ასეთი ევროპა არ უნდა. აბა იმ 85% ადამიანებს ჰკითხოს უნდათ ასეთი ევროპა თუ არა, ჰკითხონ უნდათ ასეთი უპასუხისმგებლო მთავრობა, უნდათ? პასუხისმგებლობები პერსონალიზირებული იქნება, ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს, ჩემს თავსაც ვეუბნები ამას. სასჯელიც პერსონალიზირებული იქნება. და, მაგალითად, ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა, რომ მე წავედი პოლიტიკიდან და რეალურად წავიდა იმიტომ, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და ამ მარიონეტების ხელით, რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება.”

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.