ბიჭებმაც და გოგოებმაც ექვსთვიანი სამხედრო მომზადების კურსები უნდა გაიარონ – ამის შესახებ, საბურთალოზე “ლელოს საქართველოსთვის” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
“გვჭირდება პროფესიული ჯარი და ამავდროულად, ახალგაზრდები მზად უნდა იყვნენ ქვეყნის დასაცავად, მაგრამ ამისთვის, მგონია, რომ ექვსთვიანი კარგი მომზადების კურსების საკმარისი იქნება, ნამდვილი მომზადება და არა დარაჯად გაგზავნა კოლონიებში. ეს უნდა გაიაროს ყველამ, ბიჭებმაც და გოგოებმაც. ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი მაგალითი არის ისრაელი, სადაც სამხედრო სამსახური 6 თვეზე ცოტა მეტხნიანია. უნდა დავხარჯოთ ფული იმაზე, რომ ის 6-თვიანი მომზადება იყოს ნამდვილი მომზადება და ოჯახს თავისი შვილის იქ გაშვება არ ეშინოდეს. პატრიოტიზმი არ არის მხოლოდ სადღეგრძელოს დალევა, შენი ქვეყნის დასაცავად მზად უნდა იყო, რომ 6 თვე გადადო, მოემზადო ფიზიკურად, გოგოც და ბიჭიც”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.