“ადამიანი ყოველ დღე, ყველა ფორუმზე, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პარტნიორებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, დაკარგონ არგუმენტი და თქვან, რომ ეს რეჟიმი არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, პირდაპირ დივერსიას აწყობს, მოსიარულე დივერსიაა ღარიბაშვილი ჩვენი კანდიდატის სტატუსის. მე შეთავაზება მაქვს კობახიძისთვის, ღარიბაშვილისთვის, კალაძისთვის, პაპუაშვილისთვის – ბიჭებო, ცოტა ხანს გაჩუმდით და ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. არ ილაპარაკოთ და არსად ჩახვიდეთ და ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხალხი ნამდვილად იმსახურებს ამას. ღარიბაშვილის ყველა გამოსვლა არის დივერსია ამ გზაზე. ახლა ალბათ, გაგიჟებულია ღარიბაშვილი, როცა გაიგო, რომ გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში მაინც შეიძლება საქართველომ სტატუსი მიიღოს და რუსივით დაიწყო ლაპარაკი. ასე მგონია, პუტინის პირადი წარმომადგენელი დადის ამ შეხვედრებზე. რა არის ამ ყველაფრის მოტივი? რას მიიღებთ ბოლოს? – პუტინი გადმოგცემთ სერგო ორჯონიკიძის სახელობის საქართველოს მოღალატის ჯილდოს თუ რისთვის იბრძვით? გჯერათ, რომ რუსეთი მოიგებს და ამიტომ აკეთებთ ამას?! პრაგმატიზმი სად არის?!
ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიზე მოლდოვაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.