ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს განცხადებით ულოცავს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ ამაყობს, რომ მხარს უჭერს ძალისხმევას საქართველოს, ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების კუთხით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ.
“ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 32 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა აჩვენა ურყევი ერთგულება საქართველოს დემოკრატიული, აყვავებული მომავლის მიმართ და იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ძალისხმევას საქართველოს – ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების კუთხით და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ.
ეს იყო მნიშვნელოვანი თორმეტი თვე ქართველი ხალხისთვის, მათ შორისაა საქართველოს ისტორიული მიღწევა – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა რეალური გახდეს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური მომავლისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გადადგან ნაბიჯები, რათა საქართველომ წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით.
ქართველებისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულებას, დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს უხვად სურთ და იმსახურებენ”, – წერია განცხადებაში.