ბლინკენის თქმით, უკრაინას აქვს “მთავრობის უწყვეტობის“ გეგმა, თუ ზელენსკის მოკლავენ

aშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წნტონი ბლინკენმა “Face the Nation“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელებს აქვთ “მთავრობის უწყვეტობის” გეგმა, თუკი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკლავენ.

„უკრაინელებს აქვთ გეგმები, რომლებზეც მე არ ვაპირებ საუბარს და დეტალებში შესვლას, რათა დავრწმუნდე, რომ იარსებებს ის, რასაც ჩვენ ხელისუფლების უწყვეტობას ვუწოდებთ”,– თქვა ბლინკენმა CBS-ის კითხვაზე, თუ ზელენკის რუსეთი მოკლავს, რა შედეგი მოჰყვება მას და მუშაობენ თუ არა ზელენსკის გარეშე უკრაინის მთავრობის მხარდაჭერაზე.

გარდა ამისა, ბლინკენმა შეაქო ზელენსკი ამ კრიზისის დროს მისი “ლიდერობისთვის”.

”ლიდერობა, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მთელმა მთავრობამ აჩვენა, შესანიშნავია, ისინი იყვნენ ამ წარმოუდგენლად მამაცი უკრაინელი ხალხის განსახიერება”, – აღნიშნა ბლინკენმა.