უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ბლინკენის თქმით, მათ რუსეთში დაკავებული ამერიკელების, ბრიტნი გრიანერისა და პოლ უელანის გათავისუფლების საკითხი განიხილეს.
“მე მოვუწოდე კრემლს, რომ მიიღოს შეთავაზება პოლ უილანისა და ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამასთან, ხაზი გავუსვი, რომ მსოფლიო ელოდება რუსეთისგან შეთანხმების შესრულებას, რომელიც მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეულ იქნა უკრაინასთან, თურქეთთან და გაეროსთან”, – განაცხადა ბლინკენმა.
CNN-ის ინფორმაციით, რუსეთი ამერიკელი პატიმრების, სანაცვლოდ რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გარდა, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკლვლელის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას ითხოვს.