“ბოდიში და პრემიერ-მინისტრობის რიგში ბოლო ვინაა?”,– წერს პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ფეისბუქზე. ის სავარაუდოდ გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ დარწმუნებულია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი გახდება.
“დღეს დასახელებული ვარ პრემიერობის კანდიდატად და დარწმუნებული ვარ, რომ გავხდები. სერიოზული განაცხადია და გეტყვით, როგორ. მე ვხედავ კოალიციურ მმართველობას 31 ოქტომბრის შემდეგ. მე ზუსტად ვხედავ იმ სტრატეგიას, როგორც მივალთ აქამდე”,– თქვა ვაშაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ პრემიერ–მინისტრის პასუხისმგებლობის ტვირთს საკუთარ თავზე აიღებს.
“ვაპირებ, ამ ქვეყნის პრემიერ–მინისტრი გავხდე, იმიტომ რომ სხვა გზა არ არსებობს, რომ ის უზარმაზარი პრობლემები, რომელიც დღეს ქვეყანაში არის, მოვაგვაროთ და მზად ვარ, რომ ეს უმძიმესი პასუხისმგებლობა ვიტვირთო, გაწერილი მაქვს დეტალურად რა არის გასაკეთებელი. პირველ რიგში, ხალხმა უნდა დამიჭიროს მხარი”,– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.