ბოდიში მათ, ვისაც იმედი გავუცრუე და არ არის ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემას ბევრი ინფიცირებული პაციენტი ,,რომ ეპარებოდეს”, დღეს საავადმყოფოები პნვემოვნიით დაავადებული ადამიანებით სავსე იქნებოდა.

,,ჩვენ რომ მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ ამ ქვეყანაში და ჩვენ რომ გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, დღეს საქართველოს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნება პაციენტებით, ვერ დაიტევენ პნვემონიან ავადმყოფებს”,- ამბობს იმნაძე.

მისივე თქმით, არცერთი მაჩვენებელით ქვეყანაში კორონავირუსის ჯერ ფართო გავრცელება არ არის.

,,კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ბოდიში იმათთან, ვისაც იმედები გავუცრუე და არ არის ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემია ჯერჯერობით”,- აღნიშნავს იმნაძე.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყნაში 12 ათასზე PCR ტესტია გაკეთებული, ხოლო დაახლოებით 5 ათასზე მეტი სწრაფი ტესტი.