“ბოდიში რუსული ესტრადის მსმენელთან დავფიქრდი და შემეშალა, თქვენი რუსული ესტრადა მოვტ*ან “- ასე პასუხობს, მომღერალი მაია დარსმელიძე იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მომღერლის ინიციატივა რუსული ესტრადის, პროდუქტისა და რუსული ტელეარხების აკრძალვა, გააპროტესტეს.
”დავფიქრდი და შემეშალა. ბოდიში რუსული ესტრადის მსმენელთან, ცუდად გამომივიდა და ეხლავე გამოვასწორებ. თქვენი რუსული ესტრადა მოვტ*ან, ძვირფასებო” – წერს მომღერალი.
მანამდე მომღერალი, სოციალურ ქსელში ენმ-ის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ მოსკოვის გამზირს უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელი დაერქვას. აღნიშნულ ინიციატივას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორი მაია დარსმელიძეც რომელმაც განაცხადა, რომ მხოლოდ ქუჩის სახელის შეცვლის ინიციატივა არ კმარა : ” მე, როგორც ერთ მოქალაქეს, მხოლოდ მოსკოვის გამზირის კიევის გამზირად გადაკეთების იდეა არ მყოფნის. რუსული ბანძი მუსიკაც უნდა აიკრძალოს და რუსული არხებიც მიყვეს. რუსული პროდუქტიც! ჩვენ არ ვართ და არ ვიქნებით რუსეთი!”