ბოდიში უნდა მოიხადონ თამარ ჟვანიას ბულინგისთვის – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა,ირაკლი ქადაგიშვილმა.
”აღვირახსნილი კამპანია, რომელიც ოპოზიციამ აწარმოა თამარ ჟვანიას წინააღმდეგ და განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის ოპოზიციონერები , რომლებიც გაყალბებული არჩევნების ცესკოში შემოქმედები იყვნენ, სულ მცირე მორალური უფლება რომ მოიპოვონ თამარ ჟვანიას მომავალზე საუბრისას, მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ ე.წ. გაყალბებული არჩევნების და თამარ ჟვანიას, როგორც ადამიანის დემონიზაციისა და ბულინგის გამო”- აცხადებს ქადაგიშვილი.