“ბოდიშს გიხდით ხარვეზის გამო” – ფინანსთა სამინისტრომ კობახიძის განცხადება მოქალაქეებს გაუგზავნა

ფინანსთა სამინისტრომ ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება მოქალაქეებს მობილურის ნომრებზე დაუგზავნა. საუბარია მის დღევანდელ განცხადებაზე: “იქით გადავუგრიხავთ ყველაფერს ენმ-საც და ევროპულ საქართველოსაც”.

პრესსამსახურის განმარტებით, მესიჯები ყოველდღიური მედიამონიტორინგისთვის იყო განკუთვნილი, ამიტომ სამინისტრო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

“შემთხვევითაა ჩავარდნილი ყოველდღიური მონოტორინგი, რომელიც იგზავნება ბევრი რაოდენობით, მთელ მედია სივრცეში რა ხდება, სხვადასხვა საიტებიდან, რაც კი ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვეულებრივი მედიამონიტორინგი რაცაა.

იქვე გაკეთდა განცხადება, რომ ეს არის ხარვეზი, ყოველდღიური მედიამონიტორინგის მასალა ჩავარდა სხვა ჯგუფში, რომელიც ამ შემთხვავში არის გაუქმებული, არანაირ მოქალაქეებს და მოსახლეობას ესეთი მესიჯები არ ეგზავნებათ”, – ამბობს პრესსამსახური.