“ბოიკოტის გამოცხადება პარლამენტის მუშაობისთვის, უბრალოდ არანაირი შედეგის მომტანი არ არის. მათ შორის ჩემთვის უცნაურია, როგორც ჩანს ნაციონალურ მოძრაობაში ამ საკითხზე სხვადასხვა გადაწყვეტილებებს იღებენ სხვადასხვა დღეს იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ გვახსოვს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იმუქრებოდა, რომ არ გავლენ პარლამენტიდან თუ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და გათავისუფლება არ მოხდა და ახლა როდესაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პატიმრობაში სააკაშვილი საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენის თვალსაზრისით ამ ბოიკოტს არანაირი შედეგი არ ექნება.”

განაცხადა პარტია ლელო საქართველოსთვის წევრმა, სალომე სამადაშვილმა.