”დღემდე ბოკერიას ძალა ამტკიცებს, რომ მიშელის დოკუმენტი ცუდია, ეს არის ფარსი და ტყუილი” – განაცხადა, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.
”ბოკერიას რასაც ვუწუნებ, დღემდე მისი ძალა ამტკიცებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ცუდია და მეტის მიღწევა შეიძლებოდა, ეს არის ფარსი და ტყუილი. ეს მანაც იცის, ყველამ იცის. გავიგე, ეს პოზიცია აქვს. ეს საკითხი არის გაუთავებელი დისკუსია” -განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, მანამდე, ტვ პირველის ეთერში ჩართვისას ბოკერიამ განაცხადა, რომ მიშელის დოკუმენტი რომ ქვეყნის დემოკრატიის გადარჩენის გზაა, ეს აზრი არის თავის მოტყუება