ქართული ოცნების თავმჯდომარეი ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიასთან, “მოღალატის პარტიასთან” თანამშრომლობას გამორიცხავს.
მისი თქმით, გახარია “ბოლივით აორთქლდა”
“გახარიას პარტიასთან, მოღალატის პარტიასთან არ ვითანამშრომლებთ. რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად დაიშლება. ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩევნების შემდეგ ეს ადამიანი დაემალებოდა საზოგადოებას და თქვენ იცით, რომ არჩევნების დასრულებიდან მეორე დღეა და ის უბრალოდ არ ჩანს, ელემენტარული მადლობა არ გადაუხადა იმ 100 000-ს ამომრჩეველს. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ის არის მოღალატე და პირველ რიგში თავის თავს ემალება ამ არგამოჩენით”,– აცხადებს კობახიძე.