ბოლნისში კაცმა ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა

ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა და 15 წლის შვილი დაჭრა. ადგილობრივების თქმით, 36 წლის ქალს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.  მომხდარის შემდეგ კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა.

ამ დროისთვის კაცი კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.