“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მისულ სასწრაფოს ეკიპაჟის წევრებს სოფლის მოსახლეობა ფიზიკურად გაუსწორდა.
ექიმებს ჰქონდათ ინფორმაცია რომ ერთერთ ოჯახში 7 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგეგმებოდა პაციენტების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
ოჯახის წევრებმა ექიმებს პაციენტები არ გაატანეს, რის შემდეგაც ადგილზე საჭირო გახდა პოლიციის გამოძახება. სოფელში პოლიციის მისვლის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ადგილობრივები სამართალდამცავებს ქვებით და ხელკეტებით გაუსწორდნენ .
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებულია კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფოს სამედიცინო დახმარების მანქანები.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.