ბოლნისში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ხუთივე ინფიცირებული ვირუსის დადასტურებამდე საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, ბოლნისის სასწრაფოს 5 თანამშრომელს კორონავირუსი 14 აპრილს დაუდასტურდა.