ბოლნისის მუნიციპალიტეტში მანქანა ორ მოზარდს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე არასრულწლოვანებს დაეჯახა. ისინი ძმები იყვნენ.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.