ქართულმა ოცნებამ ბოლნისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, დავით შერაზადაშვილი წარადგინა.
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, დავით შერაზადაშვილის სიძეს მხოლოდ ბოლნისიდან 3 მილიონ ლარზე მეტის, ჯამში კი 4 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები აქვს მოგებული.
მათი ცნობით, დევეპლიუსმა 37 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და აქედან 32-ში გაიმარჯვა, საიდანაც 26 ტენდერი 2014 წლიდან მოიგო – მას შემდეგ, რაც შერაზადაშვილი ბოლნისის გამგებლის მოადგილე გახდა.
შერაზადაშვილის სიძის კომპანიის მიერ მოგებული 32 ტენდერიდან 22 კორუფციის რისკის ქვეშ, უკონკურენტო გარემოში წარიმართა და ოცდაორივე ბოლნისის მუნიციპალიტეტში.