“ბოლომდე თქვენ გვერდით ვიქნები” – ვაშაძე გომურს მაკო და სხვა დაზარალებულებს

“ბოლომდე თქვენ გვერდით ვიქნები”- ”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ  20 ივნისს დაზარალებულ ყველა მოქალაქეს, მათ შორის მაკო გომურს თანადგომა გამუცხადა და თქვა, რომ საქმესთან დაკავშირებით ბევრ საკითხს მიიყვანენ ბოლომდე.

“ქალბატონმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მყისიერად გამოიყენებს შეწყალების პროცედურას და გიორგი რურუა დატოვებს საპატიმორს სამშაბათს, ამის შემდეგ, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში პარლამენტი მიიღებს ამნისტიის შესახებ კანონს, რის შემდეგაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ვწუხვარ, რომ მხოლოდ ეს გზა არის მისი გათავისუფლების, სხვა გზა, დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს.

მინდა გულწრფელად სრული თანადგომა გამოვუცხადო მაკო გომურს და ყველა იმ ადამიანს, ვინც 20 ივნისს დაზარალდა და მინდა გულწრფელად თითოეულ თქვენგან გითხრათ, რომ ბოლომდე თქვენ გვერდით ვიქნები და აუცილებლად ამ საქმესთან დაკავშირებით მომავალშიც მივიყვანთ ძალიან ბევრ საკითხს ბოლომდე, შევეცდებით სრულად იყოს გათვალისწინებული თქვენი ინტერესები”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.