პოლიტოლოგია გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ისე აქვს “მუხრუჭები მოშლილი”, შესაძლოა კობახიძის წყენინებისთვის უვადო პატიმრობით დავისაჯოთ.
“საბოლოო ჯამში ყველაფერში უნდა დავინახოთ პოზიტივი, ეს მიმართულება რომელიც მან აიღო და სიტყვა საბოტაჟიც კი ახსენა პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით. ტოტალიტარული ქვეყნების ლექსიკით დაიწყო საუბარი. გახსოვთ თქვენ ბიძინა ივანიშვილი, როდესაც საარჩევნო კამპანიაში ვიყავით ჩართულები, ის იყო საფრანგეთის მოქალაქე. საერთოდ არ შეიძლება კობახიძის წყენინება, ასე ვფიქრობ, აქამდე მივალთ საბოლოო ჯამში, მუხრუჭები მოშლილი აქვს და კობახიძის წყენინებისთვის შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანონ ცვლილეები, რომლითაც უვადო პატიმრებით დავისჯებით”,– თქვა ხუხაშვილმა მთავარი არხის ეთერში.
მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი აბსურდის ლუსტრირების პროცესს აჩქარებს.
“რაც უფრო მეტ ასეთ სიგიჟეს გააკეთებენ, უფრო მალე დამთავრდება ეს ყველაფერი. კობახიძის გამოსვლების შემდეგ, სულ უფრო და უფრო ნაკლები არგუმენტი რჩებათ იმისა, თუ რატომ უნდა შევიდნენ პარლამენტში. ასე რომ, ელისაშვილის ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი “, – თქვა გია ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, ქართული ოცნება აპირებს მიიღოს კანონი, რომლის მიხედვით, ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებზე რეგისტრაცია გაუუქმდება, თუ კამპანიაში სხვა ქვეყნის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი ჩაერთვება.