“ბოლოს, როცა მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ის ჯანმრთელი კაცი იყო. ასე გამოიყურება ის დღეს” – ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგოამრეობას და Twitter-ზე გასული წლის 21 ივნისით დათარიღებულ ფოტოსთან ერთად, დღევანდელ სასამართლოზე გამოჩენილ მიხეილ სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს.
- “ბოლოს, როცა მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ის ჯანმრთელი კაცი იყო. ასე გამოიყურება ის დღეს, ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს ციხეში ყოფნის შემდეგ. ყველა პატიმრის კეთილდღეობა სააკაშვილის ჩათვლით არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა”,- აღნიშნავს კრამონი.
?? Last time I met Mikheil #Saakashvili he was a healthy man. This is how he looks today a bit over a year in a Georgian prison. The well-being of every prisoner including Saakashvili is a responsibility of the Government of #Georgia. pic.twitter.com/XY6fbhnfNy
— Viola von Cramon ???? (@ViolavonCramon) December 22, 2022