ბოლოს საქართველოს TikTok-ზე რა დაიდება, კარგად ვიცი – დიდი პანღური ბატონ ბიძინას! – დეკანოიძე

,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ხატია დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილის ტიკ-ტოკ ვიდეოს ეხმიანება და ამბობს, რომ ბოლოს საქართველოს TikTok-ზე დაიდება ,,დიდი პანღური ბატონ ბიძინას”.

,,ამ დაცინვისთვის და ქვეყნის დამცირებისთვის ბოლოს თავისუფალი საქართველოს Tik Tok-ზე რა დაიდება ვიცი კარგად: დიდი პანღური ბატონ ბიძინას! “,- წერს ხატია დეკანოიძე.

ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელ ტიკ–ტოკში ატვირთა ვიდეო, სადაც მამა-შვილი ე.წ. secret handshake–ის რიტუალს ასრულებს და ცეკვის ილეთებსაც აყოლებს. ბერა ივანიშვილიმა ბოლო დროს ამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და სწორედ იქ აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს და ვიდეოებს.