ფაქტობრივად, 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ ბოლოში გავდივართ. მომავალ კვირას რამდენიმე კონცეპტუალურ დოკუმენტს მივიღებთ, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს, ქალთა უფლებებს. ამით მე-8 და მე-9 რეკომენდაციები შესრულდება,
სამწუხაროდ, ამ ყველაფერს უმრავლესობა დიდწილად მარტო აკეთებს, რადგან ვხედავთ, რომ ოპოზიცია ამ საკითხში არ მონაწილეობს ხოლმე. რაც შეეხება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტსა და სასამართლო რეფორმას, სრულად შევასრულებთ რეკომენდაციებს. როგორც აქამდე მიდიოდა ყველაფერი სწორად ისე, რომ პუნქტები სკრუპულოზურად სრულდებოდა, საბოლოო ჯამში ასე დასრულდება ყველაფერი.
თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.