“ბოლო დროს უშნოდ იყო ატეხილი, ყველას ეძველბიჭებოდა “-ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გიორგი ვაშაძესთან დაპირისპირების თაობაზე განაცხადა.
„გვეუბნება, რატომ დააყენეთ პენსიების საკითხიო. ბოდიში, რომ ხალხზე ვზრუნავთ და ხალხის პრობლემების მოგვარება გვინდა. თუ რამის გაკეთება უნდოდა, გარედან კი ნუ არტყამდა პარლამენტს წრეებს და კი ნუ გვლანძღავდა, რომ შევედით, შემოსულიყო და ჩვენთან ერთად ემუშავა. ვაშაძის პრობლემა ისაა, რომ ზედმეტად ამბიციურია. თუ „მოქაჩავს“ კარგი იქნება.
ხმამაღლა გვაქვს ნათქვამი, რომ შექმნილი გვაქვს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, პენსიონერების სესხის დაწევასთან დაკავშირებით. კი არ შემოვიდა ამ ჯგუფში, სხვა კანონის ინიცირება მოახდინა. შემოუერთდი რა, ზემოდან კი ნუ იყურები. კი, ნიჭიერი და მონდომებული კაცი ხარ, მაგრამ ზემოდან კი ნუ გვიყურებ და იმაზე კი ნუ ხარ გაცოფებული, რომ ამ საკითხზე ვმუშაობთ, პარალელური კანონპროექტი კი ნუ შემოგაქვს. სულ არ გვერიდება ვთქვათ, რომ ირაკლი ზარქუამ დააყენა ჩვენამდე ეს საკითხი, მერე რა?“,- განაცხადა ელისაშვილმა.