ბოლო ერთ დღეში მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოვიგერიეთ – უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ნოვოსელივსკეს, დონეცკის ოლქის ბელოგოროვკას, ბახმუტის, ბახმუცკეს, ვრემივკას, კრასნოჰორივკას, მარინკას, ნოვოკალინოვკას, ნოვომიხაილივკას და პერვომაისკეს დასახლებულ პუნქტებში”, – განაცხადა გენერალურმა შტაბმა.