ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 15 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 15 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის სტელმახივკას, მაკიივკას, ჩერვონოპოპივკას, ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის ვერხნოკამიანსკეს, ბახმუცკეს, პიდჰოროდნეს, ბახმუტის, კლიშივკას, ანდრიივკას, კრასნოგორივკას, ოლექსადნროპილის, მარინკას, პობიედას და ნოვომიხაილივკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.