ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის კრემენაიას, შილიპოვკას, ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის კრასნა ჰორას, ბახმუტის, ივანოვსკოეს და პარასკოვიევკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.