“ევროკავშირი წუხს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოუღონ ამ ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიონ დოკუმენტირებული ძალადობისა და დაშინების აქტები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ იმგვარი ენის გამოყენებისგან, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს უკიდურესი პოლარიზაცია ქვეყანაში”.

აცხადებს,  ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო.