“როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში იცემა მიშველაძე, [სავარაუდოდ, გულისხმობს მიშა მშვილდაძეს] ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას, პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი და მიზეზი რა არის ბატონო პრემიერმინისტრო?! მე ვფიქრობ, ეს არის ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არ მიღება, თუ იქება ასეთი კანონი, რომელიც შეურაცხყოფას აკრძალავს და ცილისწამებას, გინდაც უწმინდესის მიმართ, შეიძლება ეს სია შემცირდეს და საერთოდ არ იყოს. ეს მოთხოვნა იყო და ეს ეხება კიდევ შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონს, აკრძალვა კი არ არის, აქ არის შეზღუდვა იმ ტერიტორიების, ლოკაციების, სადაც პროპაგანდა ამის თაობაზე არ უნდა იყოს, მაგალითისთვის, იქ სადაც თქვენ პატარა ბავშვი პირველ კლასში მიგყავთ, იქ არ იყოს სურათი, რომელიც არის, არ მინდა ახლა, ეს უხერხულობას იწვევს მოსახლეობაში, 98%. ასეთი კანონები, რამდენიმე, 4 მზად გვაქვს ჩვენ პოლიტიკურ ჯგუფს”,

აცხადებს “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატი, ფრიდონ ინჯია.