ბოლო პოლიტიკური ტენდენციები დემოკრატიის ფუნქციონირებას ხელს უშლის – კონგრესმენი

ამერიკელი კონგრესმენი, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ჯერალდ კონოლი   საქართველოში განვითარებულ ბოლო დროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს, განსაკუთრებით კი მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება.

“როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს პარლამენტის თანათავმჯდომარე, მე შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს ამ პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში.

მოვუწოდებ როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ოპოზიციას თავშეკავებისკენ და კრიზისისა და განსხვავებების მშვიდობიანი მოლაპარაკებების მეშვეობით გადაჭრისათვის მუშაობისაკენ.

ღრმად მწამს, რომ ჯანსაღი დემოკრატია საქართველოს პოტენციალის სრულად გამოვლენის ერთადერთი გზაა. სამწუხაროდ, ბოლო დროინდელი პოლიტიკური ტენდენციები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება, საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებში არსებული სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებას ხელს უშლის.

სულ რაღაც 10 დღის წინ, მე ხელახლა წარვადგინე აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს კანონპროექტი აჩვენებს შეერთებული შტატების ძლიერ მხარდაჭერას მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის პირობებში. თუმცა იგი, ასევე, ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების მუდმივი განვითარების, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობას და კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევის მნიშვნელობას. თუმცა ის ასევე ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საჯარო სექტორი გამჭვირვალობის და პასუხისმგებლიანობის, კანონის უზენაესობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის.

გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხის გადალახვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგისა და ნდობისთვის აუცილებელი პირობების შექმნით.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მზადაა გააგრძელოს ამ მხრივ საქართველოს მხარდაჭერა. საერთო დემოკრატიული ღირებულებები როგორც ნატო-ს წევრებს, ისე საქართველოს მსგავს ჩვენს პარტნიორებს შორის, არის ჩვენი უძლიერესი იარაღი მოსკოვში, პეკინსა და სხვაგან არსებული ავტოკრატიების წინააღმდეგ”, – წერია განცხადებაში.