ბოლო შობა პირველი ლედის სტატუსით–ნახეთ როგორ მორთო საშობაოდ თეთრი სახლი მელანია ტრამპმა(ვიდეო)

დონალდ ტრამპის ოჯახი თეთრ სახლში ბოლო შობას აღნიშნავს. მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ უკვე მორთო. საშობაოდ მორთული თეთრი სახლის ვიდეო ოფიციალურ გვერდზე  უკვე გამოქვეყნდა.

წლევანდელი დეკორაცია მელანიას თქმით „ამერიკის სულს“ გამოხატავს. ამერიკის პირველმა ლედიმ კლასიკური გაფორმება აირჩია: მწვანე ნაძვები, წითელი, ოქროსფერი და თეთრი მორთულობით. თეთრი ფერი კორიდორების და ოთახების დეკორის ძირითად ფერად იქცა. მთავარი საშობაო ნაძვისხე კი, რომელიც 5.5 მეტრის სიმაღლის არის, ხელნაკეთი ქაღალდის ბურთებით არის გაფორმებული. ყოველი მათგანი ერთ–ერთ ამერიკულ შტატს განასახიერებს.

შეგახსენებთ, რომ შარშან საშობაოდ მელანია ტრამპმა თეთრი სახლი ეგზოტიკურ სტილში მორთო. მაგალითად, ნაძვისხეები სისხლისფერი იყო, რამაც ზოგ ამერიკელს საშინელებათა ფილმის ასოციაცი გაუჩინა. შესაძლოა ამიტომაც წელს მელანიამ გადაწყვიტა კლასიკური სტილი აერჩია.