“მე ვფიქრობ, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის მეტოქეობა უკვე არსებობს კავკასიაში. დასანანია, ეს უფრო ცალმხრივი მეტოქეობაა განსხვავებით 1990-იან წლებში და 2000-იანების დასაწყისში იყო, როცა დასავლეთი, განსაკუთრებით კი აშშ და საფრანგეთი ბევრად აქტიურად იყვნენ ჩართულები უსაფრთხოების ყველაზე რთული პრობლემის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. ბოლო წლებში, ვფიქრობ, რუსეთმა მართლაც დაიკავა ცალმხრივი პოზიცია და დასავლური ქვეყნები განდევნა.

თუ შევხედავთ საქართველოს, იქ საქართველოს უსაფრთხოების სიტუაცია აშკარად ჩიხშია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ აქტიური კონფლიქტი არაა, არის, რადგან ადამიანებს იტაცებენ, ხანდახან ხდება ტრაგედიები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ.

ვფიქრობ, ახლა რომ კავკასიაში ვიყო, შეშფოთებული ვიქნებოდი, რომ დასავლეთი არ არის ფოკუსირებული იმაზე, რაც ხდება კავკასიაში. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ჩვენ ვხედავთ რეგიონში დიდ ძალებს, არა მხოლოდ რუსეთს, არამედ თურქეთი, ირანი, რომლებიც ავსებენ გაჩენილ ვაკუუმს”

ამბობს საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი სომხურ მედიასთან ინტერვიუში.