სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რუსთავის ციხიდან, გლდანის მე-18 გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში, არც ერთი პატიმარი არ გადაუყვანიათ. ამის შესახებ ლომჯარიამ, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.
”ჩვენ რაც ვნახეთ ჩანაწერები, მე-12 დაწესებულებიდან მე-18 გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადაყვანილი არ არის არც ერთ პატიმარი. ანუ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს ეპყრობიან ისე, როგორც ეპყრობიან სხვა პატიმრებს, ეს არ არის სიმართლე. პირიქით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის განსხვავებული შემთხვევა, ჩვეულებრივი პრაქტიკიდან ამოვარდნილი განსხვავებული შემთხვევა, როდესაც მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს პატიმარი, მაშინ, როდესაც სხვები გადაჰყავთ ხოლმე სამოქალაქო ტიპის დაწესებულებაში.”- ამბობს ლომჯარია.